ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი თბილისის ტურნირზე დარეგისტრირდა
ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი თბილისის ტურნირზე დარეგისტრირდა

საფრანგეთის ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ლიდერი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ათგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი – ტედი რინერი თბილისის გრან-პრის მონაწილედ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

საფრანგეთის ვაჟთა და ქალთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.
ჭიდაობა ძიუდოში თბილისის გრან პრი 31 მარტიდან 2 აპრილამდე ჩატარდება და დღეისათვის ტურნირზე 22 ქვეყნის 147 ძიუდოისტია რეგისტრირებული.