ძიუდოს ფედერაციის განცხადება
ძიუდოს ფედერაციის განცხადება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის „ფეისბუკ“ გვერდზე ოფიციალური განცადება გამოქვეყნდა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომა, სადაც იმსჯელეს 2018 წლის 20-27 სექტემბერს ბაქოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. აღმასკომის გადაწყვეტილებით, რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ჩატარდება 2018 წლის 24 ოქტომბერს.

პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათი“.