ძიუდოს ფედერაციამ 10-კაციანი განაცხადი დაასახელა
ძიუდოს ფედერაციამ 10-კაციანი განაცხადი დაასახელა

20-27 სექტემბერს, აზერბეიჯანის დედაქალაქი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის 10-კაციანი სია უკვე ცნობილია.

ვაჟებს შორის, 60კგ წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებენ; 66კგ-ში – ვაჟა მარგველაშვილი; 73კგ – ლაშა შავდათუაშვილი; 81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი; 90კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი; 100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; +100კგ – გურამ თუშიშვილი.

ქალებს შორის მხოლოდ ერთი ქართველი ფიგურირებს. ეს არის მარიამ ჯანაშვილი, რომელიც 52კგ წონით კატეგორიაში გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციას განაცხადში ცვლილების შეტანის უფლება აქვს და პაპუნაშვილს, სავარაუდოდ, ბექა ღვინიაშვილი ან ავთანდილ ჭრიკიშვილი შეცვლიან. ეს ორი ძიუდოისტი ბრატისლავაში, ევროპის თასზე გაარკვევენ, თუ ვინ გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში.

სხვა ცვლილებები არ იგეგმება.