ძიუდოს ფედერაცია ოსაკაში მომხდარ ინციდენტს რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება, აღმასკომის სხდომაზე განიხილავს
ძიუდოს ფედერაცია ოსაკაში მომხდარ ინციდენტს რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება, აღმასკომის სხდომაზე განიხილავს

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში აღმასკომის წევრები ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ათაბეგაშვილის განცხადებით – აღმასკომის სხდომაზე, ოსაკას „დიდ მუზარადზე“ საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ჩხუბის დეტალების გარდა (ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია), სხვა მიმდინარე საკითხებსაც განიხილავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინციდენტის მონაწილე რამდენიმე ძიუდოისტი კვლავ იაპონიაშია და იქ ერთობლივ საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე ვარჯიშობს.