ძიუდოს ახალი რეიტინგი - შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი წონის ლიდერები არიან [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდოს ახალი რეიტინგი - შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი წონის ლიდერები არიან [ვიდეო] #1TVSPORT

ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალ რეიტინგში წონის ლიდერობა საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) შეინარჩუნეს, გრიგალაშვილმა ზაგრებში ჩემპიონის ტიტულიც კი დაისაკუთრა.

 

60 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს, რომელიც 2 174 ქულით მე-17 ადგილზეა, ლუხუმ ჩხვიმიანი 1 პოზიციით დაწინაურდა და 1 878 ქულით მეოცეა.

 

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი 4530 ქულით პირველ სამეულში ინარჩუნებს ადგილს (4 530). კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი (1 458) კი 29-ეა.

66 კგ. წონის ლიდერი სამხრეთკორეელი ბაულ ანია (5 603). მეორე ადგილზე – იტალიელი მანუელ ლომბარდო (4 842), მარგველაშვილის შემდეგ კი რეიტინგში იაპონელი ჰიფუმი აბე (4 200) და მონღოლი ბასხუუ იონდონ პერენლეი (3 630) არიან.

 

73 კგ.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი ამ წონაში საუკეთესოა. მას 5 175 ქულა აქვს. ხუთეულში მონღოლი ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (4 338), იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (4 260), სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი (4 006) და შვედი ტომი მასიასიც (3 762) შედიან. ამ წონის მოწინავე ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ნუგზარ ტატალაშვილი (1 240) 34, ალეკო მამიაშვილი (580) – 57 და ფრიდონ გიგანი (250) – 92.

 

81 კგ.

81 კგ. წონით კატეგორიაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა ტატო გრიგალაშვილმა (6 667), რომელიც ზაგრების გრან პრის გათამაშების გამარჯვებული გახდა. გრიგალაშვილის შემდეგ მოდიან: ბელგიელი მატიას კასე (5 910), ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი (4 584), უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი (4 436) და მონღოლი საეიდ მოლაეი (4 258). ლუკა მაისურაძე (1 405) 32-ეა, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი (430) – 69-ე.

 

90 კგ.

წონის ლიდერობა დათმო ლაშა ბექაურმა (6 130), რომელიც ახლა მეორეა, პირველ პოზიციაზე კი ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (6 154) გადაინაცვლა. ხუთეულში არიან – უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 004), შვედი მარკუს ნიმანი (4 588) და უნგრელი კრისტიან ტოტი (4 430). მე-11 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი (3 120), ლუკა მაისურაძე (990), რომელიც უკვე ამ წონაში ასპარეზობს და ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 38-ე პოზიციაზე გადავიდა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (485) – 57-ეა, უშანგი მარგიანი (260) კი – 75-ე.

 

100 კგ.

ამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი პოზიცია დათმო და მე-3 ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (4 962). პირველ-მეორე ადგილზე რუსი არმან ადამიანი (5 024) და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (5 012) არიან. ქართველი ძიუდოისტის შემდეგ ხუთეულში არიან კანადელი შადი ელნაჰასი (4 929) და ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი (4 546).

ქართველთაგან საუკეთესო ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ილია სულამანიძე (2 739) მეთოთხმეტეა, ონისე სანებლიძე (985) – 36-ე, ხოლო გიორგი ჩიქოვანი (290) – 77-ე.

 

+100 კგ.

მძიმე წონით კატეგორიაში მე-6 ადგილი შეინარჩუნა გელა ზაალიშვილმა (3 794), ხუთეულში არიან: ტამერლან ბაშაევი (რუსეთი, 7 371), რაფაელ სილვა (ბრაზილია, 4 536), ინალ ტასოევი (რუსეთი, 4 284), კოკორო კაგეურა (იაპონია, 4 055) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი, 4 040). ამ წონაში საუკეთესო ასეულში კიდევ 4 ქართველი ძიუდოსტია: გურამ თუშიშვილი (3 178) მეათეა, ლევან მატიაშვილი (1 248) – 30-ე, საბა ინანეიშვილი (566) – 43-ე, ადამ ოქრუაშვილი (160) – 81-ე.

 

გოგონები:

52 კგ. წონითი კატეგორია – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი 1 373 ქულით 29-ეა.

57კგ. წონითი კატეგორია – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) 3 374 ქულით მე-9 ადგილზეა.

70 კგ. წონითი კატეგორია – მარიამ ჭანტურია 550 ქულით 41-ეა.

+78 კგ წონითი კატეგორია – სოფიო სომხიშვილი 54 ქულით 87-ე პოზიციაზეა.

6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით იტალიის ქალაქი ოლბია მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, ხოლო 16-17 ოქტომბერს პარიზში გრანდ სლემის გათამაშება ჩატარდება.

დატოვე კომენტარი