ძიუდოს აკადემიაში ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის II დონის შეჯიბრი გაიმართა
ძიუდოს აკადემიაში ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის II დონის შეჯიბრი გაიმართა

თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დღეს ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის II დონის შეჯიბრი გაიმართა.

ტატამზე ის ძიუდოისტები გამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატზე მედლების გარეშე დარჩნენ.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონის გამარჯვებულები წონითი კატეგორიების მიხედვით გახდნენ:
-60კგ ზურაბ კახნიაშვილი
-66კგ გიორგი ქალდანი
-73კგ ალეკო მამიაშვილი
-81კგ გიგა გიგაური
-90კგ ნოდარ ბერიანი
-100კგ ზაურ კენჭაძე
+100კგ გუგა კიბორძალიძე.

ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, მეორე დონის გამარჯვებული ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირებზეც გამოვლენ და იქ დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით მათ ნაკრებში ადგილის დამკვიდრების შანსი მიეცემათ.