ძიუდოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატამის ფერები შეიცვლება
ძიუდოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატამის ფერები შეიცვლება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) და იაპონიის ძიუდოს ფედერაცია (AJJF) შეთანხმდნენ, ტოკიოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატამები ცისფერ და წითელ ფერებში ააწყონ.

ახალი ფერადი სქემა, ასევე იქნება გამოყენებული ტოკიოს 2020 ოლიმპიურ თამაშებზე და პირველი ტესტირება მსოფლიო ჩემპიონატზე შედგება, რომელიც ასევე იაპონიის დედაქალაქში, 25 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე ჩატარდება.

აღნიშნული სიახლის შესახებ, კომენტარი იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, იამაშიტა იასუჰირომ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა – „ჩვენთვის უდიდესი პატივია ვუმასპინძლოთ ჯერ მსოფლიო ჩემპიონატს, შემდეგ კი სპორტულ, უდიდეს მოვლენას, ოლიმპიადას. სიახლე რომელიც ტატამის ფერების ცვლილებას ეხება, უდიდესი შრომის შედეგია.“

ჯერ არ არის დადასტურებული, მსოფლიოს და ოლიმპიადის გარდა კიდევ რომელ ტურნირზე იქნება წითელ და ცისფერ ფერში ტატამები წარმოდგენლი.