ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე უნგრეთში დღეს გაემგზავრა #1TVSPORT
ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე უნგრეთში დღეს გაემგზავრა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქი 6-13 ივნისს ძიუდოში მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს. დღეს დილით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის ადრე გამოცხადებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა.

მსოფლიოს ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად ტურნირზე ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კაცები:

-60 კგ. – თემურ ნოზაძე,

-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი,

-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,

-81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,

-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი,

-100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი,

+100 კგ. – გელა ზაალიშვილი,

ქალები:

-52 კგ. – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,

-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი,

-70 კგ. – მარიამ ჭანტურია,

+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი.

დატოვე კომენტარი