ძიუდოისტთა გრან პრიზე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

21:01, 09.03.2019

მაროკოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის გათამაშებაზე 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ფინალური შეხვედრა რუს დენის იარცევთან წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში კანადელ ანტუან ბუშართან რეპაშაჟში დამარცხდა ფრიდონ გიგანი და უმედლოდ დარჩა.

ასევე, უმედლოდ დავრჩით 81 კგ-ში, სადაც ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი გამოდიოდნენ.

მსგავსი