ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში ასპარეზი მეორე წრიდან დაიწყო. 19 წლის ქართველი ძიუდოისტი 1/4 ფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. რეპეშაჟში ლეანდრო გილეიროს ძლევის შემდეგ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა შვედ რობინ პასეკს მოუგო.

2019 წელს გრიგალაშვილმა ხუთ ტურნირზე იასპარეზა და ყველგან საპრიზო სამეულში მოხვდა. ზაგრების მსგავსად მან თბილისისა და ბაქოს გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ნეაპოლში გამართულ მსოფლიოს უნივერსიადაზე ის მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ბუდაპეშტში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.