ძიუდოისტებს წარმატება მინისტრმა მიულოცა
ძიუდოისტებს წარმატება მინისტრმა მიულოცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს უმასპინძლეს.

მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ამ შედეგით იაპონიის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდურ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან და მწვრთნელებთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაესწრნენ.

შეხვედრაზე წარმატება მოულოცეს ვეტერან ძიუდოისტებს, რომლებიც ასევე მარაკეშში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულები გახდნენ.