ძიუდოისტები ვარჯიშის ნებართვას ელიან - მოკრძალებულ პირობებზეც თანახმა ვართ, ოღონდ დავიწყოთ
ძიუდოისტები ვარჯიშის ნებართვას ელიან - მოკრძალებულ პირობებზეც თანახმა ვართ, ოღონდ დავიწყოთ

ქართველი ძიუდოისტები ნებართვას ელიან, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებითვის მზადება რომ განაახლონ. პანდემიიდან გამომდინარე, ძიუდოისტები ჯერ შეზღუდულ რეჟიმში, პროტოკოლის დაცვით იტყვირთებიან – ჯერჯერობით ხუთ ადამიანზე მეტის ერთად ვარჯიშის უფლება არ გააჩნია, კონტაქტიც შეზღუდულია – ამის გარეშე კი ჭიდაობის სახეობაში მომზადება წარმოუდგენელია.

უკვე ცნობილი გახდა საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლის თანხმადაც ძიუდოს ტურნირები, დიდი ალბათობით, სექტემბრიდან დაიწყება – როგორც ეროვნული ნაკრებების, ასევე ახალგაზრდულების დონეზე. კონკურენტებს რომ არ ჩამორჩნენ, ქართველი ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ სავარჯიშო დარბაზები მალე გაიხსნება.

ამის თაობაზე საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.

„ჩვენ ისედაც სამი თვეა გაჩერებულები ვართ და ფაქტობრივად, ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამა 2020 პანდემიის გამო შეჩერებულია. ძიუდოისტებმა ვარჯიში ბევრ ქვეყანაში განაახლეს. ჩვენი იმედია და თხოვნაც, რომ სრულყოფილი ვარჯიშის უფლება მალე დაგვრთონ. მზად ვართ, შევიდეთ კარანტინში და ორი კვირა ჩავიკეტოთ. არც იმაზე გვაქვს პრეტენზია, რომ ფეშენებელურ სასტუმროში მოგვათავსონ. მოკრძალებულ პირობებზეც თანახმა ვართ, ოღონდ ვარჯიში დავიწყოთ. იმიტომ გვეჩქარება, რომ არ ჩამოვრჩეთ და საერთაშორისო ტურნირებს მზად შევხვდეთ,“ – ამბობს ლაშა გუჯეჯიანი.