ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ [ფოტო]
ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ [ფოტო]

ქართველი ძიუდოისტები ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა – ამირან პაპინაშვილის (60 კგ.) ბრინჯაო, ვარლამ ლიპარტელიანის (100 კგ.) ვერცხლი და გურამ თუშიშვილის (+100 კგ) ოქრო.

გურამ თუშიშვილი გახდა მესამე ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.