ძიუდო | ზურაბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია, აბალაკი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ) ფინალში იჭიდავებს – მისი მეტოქე ლიეტუველი სპორტსმენი იქნება.
ძიუდოს ტურნირის ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იოანე აბალაკი იბრძოლებს (+90 კგ).
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.