ძიუდო | ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე კარაპეტიანი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავა მიხეილ ბახბახაშვილმაც (73 კგ), თუმცა ის ყაზახ მეტოქესთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
ხვალ, 11 მაისს ასტანის გრანდ სლემზე მედლებისთვის ოთხი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა (შვიდმა მამაკაცმა და ორმა ქალმა), თუმცა მაშინ ვერცერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.