ძიუდო | ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა ჩაატარა ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) – ქართველი მერვედფინალში დომინიკელ მედიქსონ კორტორეალთან დამატებით დროში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.