ძიუდო | ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) – ქართველმა კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპო დამატებით დროში დაამარცხა. დვალაშვილის მეტოქე მერვედფინალში დომინიკელი მედიქონ კორტორეალი იქნება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.