ძიუდო | ზაგრებში ეთერ ლიპარტელიანი ოქროს, სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (60კგ) მედლებისთვის ბრძოლას ფინალურ ბლოკში განაგრძობენ.

ლიპარტელიანმა ნახევარფინალში კუბელ ოდელინ გარსიასთან დაძაბულ ბრძოლაში, გაფრთხილებებით გაიმარჯვა და ოქროს მედლისთვის კანადელ კრისტა დეგუჩისთან იბრძოლებს.

19 წლის გიორგი სარდალაშვილმა კი რეპეშაჟიში თურქმენი ძიუდოისტი ჯუმაიევი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის პირველ ნომრად განთესილ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან იჭიდავებს.

ზაგრების გრან პრიზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.