ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე ნადირაძემ და მაზიაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT

15:14, 14.11.2025

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრები გამართეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, ლაშა ნადირაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა.

ნადირაძემ გერმანელი ლენი-ლინუს ბურკი დაამარცხა, მაზიაშვილმა კი ბელგიელ რობი დემეტსს აჯობა.

მერვედფინალში ნადირაძის მეტოქე ჩონგ-იუ ლინი იქნება, მაზიაშვილი კი ბოიან იოტოვს შეხვდება.

მსგავსი