ძიუდო | ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საფრანგეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში ვეტერანთა შორის. პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 11 მედალი მოიპოვეს.
M1 კატეგორიაში (30-34 წლის ძიუდოსტები) მსოფლიო ჩემპიონები ანზორ ხმიადაშვილი (81 კგ), გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) და შოთა ჟორჟოლიანი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გივი ნადარეიშვილი (60 კგ) და სლავიკ რეზესიძე (+100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო გოჩა ზაქრაძემ (100 კგ) და ლაშა ტაველურმა (+100 კგ) ჩემპიონატზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა – შოთა ჟორჟოლიანმა სლავიკ რეზესიძე დაამარცხა.
M2 კატეგორიაში (35-39 წლის ძიუდოისტები) პაატა ღვინიაშვილი (100 კგ) და დავით ლორიაშვილი (+100 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ხოლო დიმიტრი მულაძემ (60 კგ) და გეგი თამლიანმა (100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.