ძიუდო | ვახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის მერვე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მეორე მედალი მოიპოვა. ძიუდოისტმა ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (60 კგ) ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა შვეიცარიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით ასპარეზობს.
ტურნირზე ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი მედალი საბა ბოლქვაძემ (55 კგ) მოუტანა.