ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი იყო.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა 66 და ქალთა 52 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.