ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში მონღოლ ბასხუ იონდონპერენლეის იპონით სძლია და მეოთხედფინალში გასასვლელად ტაჯიკ ნურალი ემომალის დაუპირისპირდება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი დაპირისპირებები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.