ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა ავსტრიის გრანპრიზე იაპონელი საკუმოტო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა ავსტრიის გრანპრიზე იაპონელი საკუმოტო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) პირველ შეხვედრაში იაპონელი ჯინ საკუმოტო იპონით დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მარგველაშვილი ბრიტანელ ფრაიერს დაუპირისპირდება.

გრანპრიზე დღეს თორნიკე გიგაურიც ასპარეზობდა, 19 წლის სპორტსმენმა ასპარეზობა პირველ წრეში დაასრულა.

ფინალური ეტაპი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.