ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) მეორე შეხვედრაში ტაჯიკ ნურალი ემომალისთან იპონით დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

გუშინ, 13 ივნისს შეჯიბრს ასევე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილიც (60 კგ).

მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.