ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ვაჟა მარგველაშვილი.

მერვედფინალში მან უკრაინელი კარო მარანდიანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იაპონელ ჯოშირო მარუიამას შეხვდება.

ქართველმა ტურნირზე პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტა იყო. ვაჟამ აფრიკელი ძიუდოისტი რამდენიმე წამში ეფექტური გდებით, იპონით დაამარცხა.

დღეს ტურნირზე მედლები 66 კგ-ში მამაკაცებში და 52 კგ-ში ქალებში გათამაშდება.