ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოსაპოვებლად იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოსაპოვებლად იჭიდავებს #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იბრძოლებს. ქართველი პირველ წრეში ისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტასა და თურქი მუჰამედ დემირელის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

დღეს ტურნირზე მედლები 66 კგ-ში მამაკაცებში და 52 კგ-ში ქალებში გათამაშდება.

შეგახსენებთ,რომ პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, შეჯიბრის მეორე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ დღეებში იასპარეზებენ:

ვაჟები: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ტურნირის განრიგი:

8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ

9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ

11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ

12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ

13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.