ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი ავსტრიის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

17:16, 06.03.2026

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს – ქართველმა რეპეშაჟში მოლდოველი დენის ვიერუ იპონით დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელ დავიდ გარსია ტორნეს დაუპირისპირდება.

გრან პრიზე დღეს თორნიკე გიგაურიც ასპარეზობდა – 19 წლის სპორტსმენმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი