ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი ავსტრიის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ნახევარფინალში გასასვლელად ყაზახ გუსმან ყირგიზბაევთან დამატებით დროში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება. მისი მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება.
გრანპრიზე დღეს თორნიკე გიგაურიც ასპარეზობდა – 19 წლის სპორტსმენმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.
ფინალური ეტაპი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.