ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი ავსტრიის გრანპრის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მეორე შეხვედრაში ბრიტანელი მაიკლ ფრაიერი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველი ნახევარფინალში გასასვლელად ყაზახ გუსმან ყირგიზბაევს დაუპირისპირდება.
გრანპრიზე დღეს თორნიკე გიგაურიც ასპარეზობდა – 19 წლის სპორტსმენმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.
ფინალური ეტაპი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.