ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრანდ სლემმა აიღო სტარტი. დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან მარგველაშვილი ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა გრანდ სლემის ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ფაშაიევი ორი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის უზბეკ ტოლოვოვს ან მონღოლ ბატოგტოგს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაო.