ძიუდო | თუშიშვილმა, ტაბატაძემ და ჯაბნიაშვილმა ლინცის გრანპრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი სპორტსმენი ასპარეზობს – გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე -100 კგ), უჩა ტაბატაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ).
ხუთიდან სამმა ძიუდოისტმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
თუშიშვილმა ორი ვაზარით გვინეა ბისაუს წარმომადგენელი მანე დაამარცხა, ტაბატაძემ დომინიკელ ნოვა ალკანტარას სძლია, ჯაბნიაშვილმა კი იპონით უნგრელ გოცს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის გრანპრიზე მხოლოდ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.