ძიუდო | თუშიშვილმა, დემეტრაშვილმა და სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით საშეჯიბრო დღეს სამივე ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (+100) და სოფიო სიმხიშვილი (+78) ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზეა.
11 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული გუნდური ასპარეზობები გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება – წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყება.