ძიუდო | თუშიშვილი ლინცის გრანპრის ნახევარფინალშია, ჯაბნიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო]  #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრი​ს დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი ასპარეზობდა, მედლისთვის ბრძოლას კი ორი მათგანი განაგრძობს.

გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე შეხვედრა არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანს მოუგო და მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს შეხვდება.

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა აზერბაიჯანელი გამზადხანოვი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ჩეხ კრპალეკს ან უკრაინელ ბალიევსკის დაუპირისპირდება.

სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) გრანპრის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის ტურნირზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.