ძიუდო | თუშიშვილი ლინცის გრანპრის მეოთხედფინალშია, ჯაბნიაშვილი - მერვედფინალში #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი ასპარეზობდა, მედლისთვის ბრძოლას კი სამი მათგანი აგრძელებს.
გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მეორე შეხვედრაც მოიგო და მერვედფინალში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ გრიგორიანს დაუპირისპირდება. მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მერვედფინალში ყაზახი ძიუდოისტი დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს.
100კგ-ში სოსო ებილაშვილმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო და შემდეგ ეტაზე გასასვლელად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, პორტუგალელ ჟორჟ ფონსეკას შეხვდება. მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) კი გრანპრის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის ტურნირზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.