ძიუდო | თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

19 წლის თორნიკე გიგაურმა (-66კგ) თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა კვიპროსელი პეტროს კრისტოდოლიდისი იპონით დაამარცხა და ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე პირველ მედალს დაეუფლა.

თბილისის გრანდ სლემი დღეს, 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.