ძიუდო | თორნიკე გიგაური და ნინო ლოლაძე თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ძიუდო | თორნიკე გიგაური და ნინო ლოლაძე თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

თბილისში დღეს ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირი დაიწყო. წინასწარ შეხვედრებში მონაწილეობას 13 ქართველი ძიუდოისტი იღებდა, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას ორი სპორტსმენი გააგრძელებს.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თორნიკე გიგაური (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ).

ნინო ლოლაძე

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.