ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

6 დეკემბერს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ტურის 2025 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.

პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალებში კი – 48, 52, 57 და 63 კგ-ში.

6 დეკემბერს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი იჭიდავებს:

-90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი

-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი

+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი

-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-90 კგ
23-წლამდელთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს. მისი პირველი მეტოქე რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებული იქნება.

-100 კგ
ილია სულამანიძე აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოვა. სასტარტო დაპირისპირებაში ის იაპონელ ნოზომუ მიკისა და კორეელ იეუპ ჰანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე შვედი კარლ ბათი იქნება.

+100 კგ
მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ეგვიპტელ მოჰამედ აბორაკიას დაუპირისპირდება.

-57 კგ
მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, ის კორეელ შინსა და სლოვაკელ გაჯიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა ნინო ლოლაძე კი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენი იქნება.

ტოკიოს გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყება კი 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.