ძიუდო | თემურ ნოზაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | თემურ ნოზაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა თემურ ნოზაძემ (66 კგ) – ქართველმა პირველ წრეში უკრაინელი ნაზარ ვისკოვი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელს, გი გუტმანს დაუპირისპირდება.

ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.