ძიუდო | თემურ ნოზაძემ ავსტრიის გრან პრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი – თემურ ნოზაძე, თენგო ზირაქაშვილი (ორივე 66 კგ) და ნიკა ხუზაურაშვილი (60 კგ) ასპარეზობდნენ, თუმცა მათგან წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ნოზაძე აგრძელებს.
ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრება მეორე წრიდან დაიწყო. პირველ დაპირისპირებაში მან ამერიკელ იაკობ იანგს ვაზარით სძლია და მერვედფინალში თურქ მუჰამედ დემირელს შეხვდება.
რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრან პრი უმედლოდ დაასრულეს.