ძიუდო | თემურ ნოზაძემ აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | თემურ ნოზაძემ აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ დაბის გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე სამი დღის განმავლობაში რვა ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

პირველ საშეჯიბრო დღეს მერვედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა თემურ ნოზაძემ (-66 კგ), რომელმაც ყირგიზი ადის ოროზმამატოვი დაამარცხა. მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ვალიდ ხიართან იჭიდავებს.

დღესვე მედლებისთვის იბრძოლებს მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), რომელსაც აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)
  • თემურ ნოზაძე (-66 კგ)
  • ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
  • მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ)
  • დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ)
  • ჯუმბერ მელაძე (-81 კგ)
  • ლაშა ბექაური (-90 კგ)
  • ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ)