ძიუდო | თემურ ნოზაძე თბილისის გრანდ სლემის ფინალში გავიდა, ლაშა ნადირაძე და თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | თემურ ნოზაძე თბილისის გრანდ სლემის ფინალში გავიდა, ლაშა ნადირაძე და თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირის პირველი დღეს ფინალურ ბლოკში ხუთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

ოქროს მედლისთვის იჭიდავებს თემურ ნოზაძე (66 კგ), რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე ლაშა ნადირაძეს იპონით სძლია და ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ალბერტ ნაგუჩევს შეხვდება. ნადირაძე ტურნირზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ფინალურ ბლოკში ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს თორნიკე მაზიაშვილი (60 კგ).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.

შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.