ძიუდო | თემურ ნოზაძე ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | თემურ ნოზაძე ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი – თემურ ნოზაძე, თენგო ზირაქაშვილი (ორივე 66 კგ) და ნიკა ხუზაურაშვილი (60 კგ) ასპარეზობდნენ.

თემურ ნოზაძე შეჯიბრების ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი გუტმანი იქნება.

რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრან პრი უმედლოდ დაასრულეს.