ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი – თემურ ნოზაძე, თენგო ზირაქაშვილი (ორივე 66 კგ) და ნიკა ხუზაურაშვილი (60 კგ) ასპარეზობდნენ, თუმცა მათგან წარმატებით გამოსვლას მხოლოდ ნოზაძე აგრძელებს.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალში გასასვლელად მონტენეგროელ ნურკოვიჩს მოუგო. ნოზაძე ფინალური საგზურისთვის იაპონელ ფუკუჩის დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრან პრი უმედლოდ დაასრულეს.