ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა გუნდის 10 წევრი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა გუნდის 10 წევრი იასპარეზებს #1TVSPORT

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. უკვე ცნობილია ტურნირზე საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

48 კგ – ჯულიეტა როდონაია
52 კგ – ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე
63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი
70 კგ – მარიამ ჭანტურია
+70 კგ – სოფიო სომხიშვილი

თბილისის გრანდ სლემზე ამ დროისთვის 53 ქვეყნის 467 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

2024 წელს საქართველოს ნაკრები ტურნირზე 43 ძიუდოისტით (28 მამაკაცი, 15 ქალი) გამოვიდა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით.

ტურნირის გამარჯვებულები ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდნენ, საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.