ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტები ოთხ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ – 73კგ, 81კგ (კაცები); 63კგ, 70კგ (ქალები).

საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა – ლაშა შავდათუაშვილი, საბა ხალიშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (ყველა 73კგ), ზაურ დვალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, დიმიტრი გოჩილაიძე, კოტე კაპანაძე (ყველა 81კგ), რეგინა უთნელიშვილი, ნინო წიკლაური (ორივე 63კგ), ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე 70კგ).

ამ დროისთვის ტურნირზე მედლებისთვის ბრძოლას შვიდი ძიუდოისტი აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.