ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას შვიდი განაგრძობს.

პირველი დაპირისპირება მოიგო მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელმაც  რუმინელი ბორს დუმიტრესკუ იპონით დაამარცხა. შავდათუაშვილი გარდა, მერვედფინალში მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი და ირაკლი ბეროშვილი (ყველა 81 კგ) იჭიდავებენ .

გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) გრანდ სლემზე პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

შეჯიბრზე წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) – ვერცხლის, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.