ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე დღეს 10 ქართველი გამოვა #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე დღეს 10 ქართველი გამოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი იასპარეზებს:

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.

81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.

63 კგ – გვანცა მჭედლიშვილი.

70 კგ – მარიამ ჭანტურია.

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, თემურ ნოზაძე (66 კგ) ვერცხლის, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.