ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

24-26 მარტს თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია TKT-ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდე იქნება.

წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

კაცები

60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, ნიკა ხუზაურაშვილი;

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია;

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი;

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა;

-90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური;

-100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე;

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

-48 კგ: ნატალი ყიფშიძე;

-52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარიამ ლაფაჩიშვილი;

-57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი;

-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი;

-70 კგ: ნინო გულბანი, რეგინა უთნელიშვილი;

-78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 39 ძიუდოისტით იასპარეზა, რომელთაგან 14-მა მედლის მოპოვება შეძლო (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და ამ შედეგით შეჯიბრზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შარშან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: თემურ ნოზაძე (-60), ლაშა შავდათუაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ონისე სანებლიძე (-100) და გელა ზაალიშვილი (+100).