ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ბექაური იჭიდავებს, ტურნირზე ჰაშიმოტოსაც ვიხილავთ #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ბექაური იჭიდავებს, ტურნირზე ჰაშიმოტოსაც ვიხილავთ #1TVSPORT

საქართველოს დედაქალაქი 22-24 მარტს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. თბილისური ტურნირისა და ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) საკუთარ ქვეყანაში ტიტულის დაცვას შეეცდება. ამის შესახებ სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

„გელოდებით ახალ სპორტის სასახლეში ჩემს გულშემატკივარს მთელი საქართველოდან. ძალიან გამახარებთ, მე, რა თქმა უნდა, ვეცდები ჩემპიონობით გაგახაროთ“.

თბილისის გრანდ სლემზე შემადგენლობა დაასახელა იაპონიის ნაკრებმაც. შეჯიბრებაზე ვიხილავთ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, 32 წლის სოიჩი ჰაშიმოტოსაც. იაპონიის ნაკრებში იასპარეზებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ქალებში აკირა სონე (+78 კგ).

იაპონიის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე:

73 კგ – სოიჩი ჰაშიმოტო

90 კგ – გოკი ტაჯიმა

100 კგ – კოტარო უეოკა

78 კგ – აკირა სონე

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართელოს ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თბილისში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).